Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქალაქ სეულის მეტროპოლიტენის მთავრობის პროგრამის „Seoul Tech Scholarship Program“ სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსი საერთაშორისო სტუდენტებისათვის

მიმდინარეობს განაცხადების მიღება ქალაქ სეულის მეტროპოლიტენის მთავრობის პროგრამის „Seoul Tech Scholarship Program“ -ის ფარგლებში სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია უცხოელი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებებით და სრულად უზრუნველყოფს სწავლის საფასურისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას ორწლიანი სწავლის პერიოდში (დაახლოებით 27,000 აშშ დოლარი ერთ სტიპენდიანტზე).

 

2026 წლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები:

  • Konkuk University, Korea University,
  • Kyung Hee University,
  • Seoul National University,
  • Seoul National University of Science and Technology,
  • Sogang University, Soongsil University,
  • Sungkyunkwan University
  • University of Seoul.

 

განაცხადების მიღება ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ხოლო განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 6 მარტი, 16:00 (KST).

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sts@hissf.or.kr.

 

დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია

თარიღი: 11/01/2026